
ახალი ამბები
ეუთო-მ და რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების შესახებ იმსჯელეს
(თბილისი, 16 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოში ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელი როი რივი 16 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვიაჩესლავ ტრუბნიკოვს მოსკოვში შეხვდა.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “ნოვოსტის” ცნობით, მხარეებმა “სამხრეთ ოსეთისა” და აფხაზეთის კონფლიქტების თაობაზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთზე ეუთოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის საკითხი.
“რუსეთი დაინტერესებულია ეუთოს მიერ მონიტორინგის ეფექტურობის გაზრდაში”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.