ახალი ამბები

თბილისს ელექტროენერგია კვლავ შეზღუდვით მიეწოდება

(თბილისი, 13 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – დედაქალაქისთვის ელექტრო ენერგიის შეზღუდვით მიწოდებას, თბილისის ენერგოგამანაწილებელი ქსელის “თელასის” წარმომადგენელბი მათ მიერ შესყიდული ენერგიის რაოდენობის დატაცებით ხსნიან.

“ჩვენს მიერ შესყიდული ენერგია სრული რაოდენობით არ მოგვეწოდება, რის გამოც ვერ ხერხდება დედაქალაქის სრული განათება და დღის განმავლობაში მხოლოდ მომხმარებლის 50%-ია ჩართული” – აცხადებს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი ვალერი ფანცულაია.

ამ განცხადებას უარყოფენ სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროში და აცხადებენ, რომ ძირითადად ელექტროენერგიის შეზღუდვა განპირობებულია იმით, რომ არ ხდება მოხმარებული ენერგიის  საფასურის დროულად გადახდა.

“დღეისათვის სისტემაში ენერგოკრიზისი არ არსებობს. საქმე იმაშია, რომ არ ხდება ელექტროენერგიის მიწოდების დარეგულირება. ენერგია მიეწოდება ისეთ ობიექტებს, რომელთაც მოხმარებული ენერგიის საფასური გადახდილი არ ააქვთ, ამის გამო არის შეზღუდვები და ზარალდება გადამხდელი რაიონები” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ნუგზარ უსუფაშვილმა.

მისი ინფოამრციით, ამ დორისთვის თბილისს 180 მგვტ-ი ელექტროენერგია მიეწოდება, მაშინ როცა სრული მომარაგებისთვის შემოდგომაზე 260 მგვტ-ია საკმარისი. სისტემა მარაგდება ენრგურჰესიდან, ვარდნილჰესიდან, ხრამიდან გამომუშავებული ენერგიით.

მომავალი კვირიდან, როცა მოხდება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის “კავკასიონის”  აღდგენა  რუსეთიდან დაიწყება ელექტროენერგიის იმპორტი.

რაც შეეხება სომხეთიდან იმპორტს, ნუგზარ უსუფაშვილის განცხადებით, შესაძლოა ვერ მოხერხდეს, რადგან სომხეთი ამჟამად ენერგიის ექსპორტს ირანში ახდენს.  სავარაუდოდ ოქტომბრის დასაწყისში ჩაირთვება თბოსადგურები, საიდანაც სისტემას დამატებითი ენერგია მიეწოდება.

Back to top button