
ახალი ამბები
საპარლამენტო არჩევნებს ლიტველი დამკვირვებლებიც დაესწრებიან
(თბილისი, 12 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ლიტვის პრეზიდენტი როლანდოს პაკსასი, რომელიც თბილისში 11 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა, დღეს პარლამენტის თავჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა. ბურჯანაძემ სტუმარს ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო სიტუაცია გააცნო.
“ვიმედოვნებ, საქართველო შეძლებს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და იმ ძალას აირჩევს, რომელსაც მოსახლეობა ყველაზე მეტად ენდობა”, – განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, 2 ნოემბერს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ლიტველი დამკვირვებლებიც დაესწრებიან, რომლებიც ეუთო-ის მისიის ხელმძღვანელობით იმუშავებენ.