ახალი ამბები

სააკაშვილმა ჟვანიას მიმართ განწყობა ერთ დღეში შეიცვალა

(თბილისი, 9 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი 8 სექტემბრის პრესკონფერენციაზე “გაერთიანებული დემოკრატების” თავმჯდომარესთან ზურაბ ჟვანიას მიმართებაში გაკეთებულ განცხადებას რადიკალურად ცვლის და მასთან რაიმე დაპირისპირებას უარყოფს.

“ზურაბ ჟვანია ნიჭიერი ორგანიზატორია, ის იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ვფიქრობ არჩევნებში წარმატებას მიაღწევს. ჩვენ (ნაციონალური მოძრაობა) რეგიონებში ვიზიტის დროს ხალხის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა პარტიები წარმატებას ვერ მიაღწევენ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა თავის დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

8 სექტემბერს საკაშვილი რადიკალურად განსხვავებული განცხადებით გამოვიდა და ზურაბ ჟვანია საქართველოს პრეზიდენტთან დაახლოებულ პირად დაასახელა, რის გამოც, მისი თქმით, ნაციონალები უარს ამბობს დემოკრატებთან გაერთაინებაზე.

Back to top button