ახალი ამბები

სახელისუფლებო ბლოკმა საარჩევნო სია წარმოადგინა

(თბილისი, 9 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელისუფლებო ბლოკმა უკვე წარმოადგინა თავისი საარჩევნო სია.  ცნობილია იმ პოლიტიკოსთა ვინაობა, რომლებმაც სიაში პირველი ხუთეული გადაინაწილეს. ადგილების გადანაწილების შესახებ ბლოკმა გადაწყვეტილება 8 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.

პირველ ადგილზე “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერი ვაჟა ლორთქიფანიძეა, მეორეზე სოციალისტური პარტიის ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილი. მესამეზე ედპ-ს თავმჯდომარე, ბლოკის სპიკერი ირინა სარიშვილი-ჭანტურია, მეოთხე ადგილს ქვემო ქართლის გუბერნატორი ლევან მამალაძე ან მისი გუნდის წევრი ირაკლი გოგავა იკავებს, მეხუთე ადგილს მწვანეთა პარტიის ლიდერი გია გაჩეჩილაძე.

სახელისუფლებო ბლოკის არჩევნებზე გამსვლელთა სია 70-დან 90 კაცამდე გაიზარდა. სიაში არ არის სახელიმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე.

Back to top button