ახალი ამბები

თედო ჯაფარიძის ვიზიტი აზერბაიჯანში

(თბილისი, 9 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტის დავალებით ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე 4 სექტემბერს ბაქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ილჰამ ალიევს შეხვდა, სადაც განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების გზებზე იმსჯელეს.

თედო ჯაფარიძემ იმედი გამოთქვა, რომ ილჰამ ალიევის საქმიანობა მთავრობის მეთაურის მაღალ პოსტზე ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

ილჰამ ალიევმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ჯამრთელობის მდგომარეობისადმი დიდი დაინტერესების გამო და განაცხადა, რომ დიდი პროექტების განხორციელება (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი) კიდევ უფრო განამტკიცებს ამ ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ დამოკიდებულებას.

Back to top button