ახალი ამბები

ჟვანია სააკაშვილის ბრალდებას კომენტარს არ უკეთებს

(თბილისი, 9 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ბურჯანაძე-დემოკრატების” საარჩევნო ბლოკის ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ თავი შეიკავა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული შენიშვნების კომენტირებისგან.

სააკაშვილმა 8 სექტემბერს განაცხადა, რომ “ჟვანია მაშინვე შევარდნაძესთან გაიქცევა, როგორც კი ეს უკანასკნელი მას დაუძახებს”.

“რაც არ უნდა მოხდეს, მე არასდროს გავაკრიტიკებ სააკაშვილს საჯაროდ”, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ დამოუკიდებელ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში 8 სექტემბერს.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ჟვანიას კორუმპირებული წევრები ჰყავს ბლოკში და ამიტომაც იგი თავს იკავებს “ბურჯანაძე-დემოკრატებთან” გაერთიანებისგან.

Back to top button