
ახალი ამბები
ეთნიკური აზერბაიჯანელები სოციალური პრობლემების მოგვარებას ითხოვენ
(თბილისი, 9 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე სოფელ ჯანდარაში მცხოვრებმა აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ 8 სექტემბერს ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ჩაატარა.
ეთნიკური აზერბაიჯანელები მიწის გადანაწილებას, ელექტროენერგიასა და გზების აღდგენას მოითხოვდნენ.