ახალი ამბები

სააკაშვილს ჟვანიას ოპოზიციურობაში ეჭვი ეპარება

(თბილისი, 8 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილს “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერის ზურაბ ჟვანიას ოპოზიციურობაში ეჭვი ეპარება და მას საქართველოს პრეზიდენტთან დაახლოებულ პირად მიიჩნევს.

“პრეზიდენტმა ხვალ რომ დაუძახოს ჟვანიას, ის უყოყმანოდ გაიქცევა და მის გვერდით დადგება. ეს ის დასკვნაა, რომელიც მე გამოვიტანე მასთან ხანგრძლივი ურთიერთობის შედეგად”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ეს გარემოება უშლის ხელს მათ გაერთიანებას.

Back to top button