
ახალი ამბები
ტრადიციონალისტების ახალი ინიციატივა
(თბილისი, 8 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ტრადიციონალისტების” ლიდერი აკაკი ასათიანი ახალი ინიციატივით გამოდის და 2 ნოემბერს რეფერენდუმის ჩატარების დროს მოითხოვს კიდევ ერთი საკითხის დამატებას, მომხრეა თუ არა მოსახლეობა მინისტრთა კაბინეტის შექმნის და შესაძლებელია თუ არა საქართველოს პრეზიდენტის პერმიერ-მინისტად დანიშვნა.
ტრადიციონალისტები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ და უახლოეს პერიოდში ამ მოთხოვნით განაცხადს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანენ.
რეფერენდუმი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით, 2 ნოემბერს ჩატარდება, სადაც მოსახლეობა საკუთარ მოსაზრებას გამოხატავს პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობის 235-დან 150-მდე შემცირების თაობაზე.