
ახალი ამბები
შევარდნაძე ტრეფიკინგის წინააღმდეგ
(თბილისი, 8 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ინფორმაციით, ქვეყანაში მთელი ძალით მიმდინარეობს ჩვილ ბავშვთა საზღვარგარეთ გაყიდვისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა.
“ჩვილ ბავშვთა საზღვარგარეთ გაყიდვის თაობაზე უკვე მოქმედებს კანონი, თუმცა, მისი გამკაცრებაა საჭირო. გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ არსებობს ერთი ქალბატონი, რომელიც ამ მისიით ამერიკაში 14-ჯერ იმყოფებოდა. ამის აღსაკვეთად კი ყველაფერი უნდა გაკეთდეს და ეს ღონისძიებები უკვე დაწყებულია”, – განაცხადა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა რადიოინტერვიუში.