
ახალი ამბები
ავღანეთში ჰუმანიტარულ ტვირთებს საქართველოს გავლით ჩაიტანენ
(თბილისი, 8 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს გავლით ავღანეთში ჰუმანიტარული ტვირთის გადატანას საქართველოს პრეზიდენტი დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ამ პროექტის უსაფრთხოდ განხორციელებაში დიდი როლი უნდა შეასრულოს საგადასახადო და საბაჟო უწყებებმა.
“ეს პროექტი ტრასეკა-ს ფორმატით ხორციელდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს “აბრეშუმის გზის” მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის”, – აცხდებს საქართველოს პრეზიდენტი.
მისი ინფორმაციით, ამ პროექტს კონცერნი “დაიმლერ-კრაისელი” განახორციელებს. პრეზიდენტი მომხრეა ასევე ავღანეთის ტრასეკაში გაწვერიანებისაც.