skip to content
ახალი ამბები

საგანგებო ლეგიონი არ გაუქმდება

(თბილისი, 8 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საგანგებო ლეგიონი არ გაუქმდება. ამის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა 8 სექტემბერს. მისი ინფორმაციით, საგანგებო ლეგიონს ფუნქციები შეეცვლება და საგამოძიებო დანაყოფის მოვალეობას შეასრულებს, იქ მომუშავე პირები კვლავ გააგრძელებენ მუშაობას ან გადანაწილდებიან საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებში.

“საბაჟოსა და საგადასახადოს ფუნქციები გაიზარდა. საბაჟოს სტატისტიკური მოკვლევის, საგადასახადოს კი ოპერატიული სამძებროს ფუნქციები დაეკისრა. ამით კიდევ უფრო გაძლიერდება ქვეყანაში კონდრაბანდის წინააღდეგ ბრძოლა”, – განაცხადა შევარდნაძემ.

მისი თქმით, საკონტროლო ფუნქციები დაეკისრება ფინანსთა სამინისტროს. კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა კი ერთობლივ ხასიათს მიიღებს და მასში აქტიურად იქნებიან ჩართული შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროები.

Back to top button