
მრავალეროვნული წვრთნები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე
(თბილისი, 8 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი და სხვა ოფიციალური პირები დღეს მონაწილეობას მიიღებენ ნატოს პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისათვის” ფარლებში დაგეგმილ მრავალეროვნულ წვრთნებში, რომლებიც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართება.
წვრთნების მსვლელობისას, რომლებიც 22 სექტემბრამდე გაგრძელდება, 300-კაციანი ჯგუფი აშშ-ის არმიის ევროპის სარდლობის, აშშ არმიის ევროპის სამხედრო-საზღვაო ძალებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა შემადგენლობით ჩამოაყალიბებენ მრავალეროვნულ სამუშაო ჯგუფს იმიტირებულ სტიქიურ უბედურებებთან საბრძოლველად.
წვრთნების მიზანია სამშვიდობო ოპერაციების სრულყოფა და ურთიერთქმედებების გამომუშავება ჰუმანიტარულ და სტიქიურ უბედერებებთან ბრძოლაში.