ახალი ამბები

დივერსიული აქტი “ბორჯომის” წყლის დამამზადებელ ქარხანასთან

(თბილისი, 6 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს ბორჯომში განთავსებული “საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიის” მინერალური წყლების დამამზადებელი ქარხნის ერთ-ერთი იმ მაგისტრალის დაზიანება მოხდა, რომლითაც ქარხანას წყალი მიეწოდება. ამ ფაქტს კომპანიის ხელმძღვანელობა დივერსიულ აქტს უწოდებს.

“დაზიანებულია ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალი ქარხნის გარე ტერიტორიაზე. დაზიანების შედეგად წყალი არ დაბინძურებულა, მაგრამ მოწოდება შეწყდა, ახალ საწარმოოს სხვა სარეზერვო მაგისტრალიდან მოეწოდება წყალი”, – აცნობა “სივილ ჯორჯიას” კომპანიის პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძემ.

მისი ინფორმაციით, ამჟამად საწარმო კვლავ ძველი რეჟიმით მუშაობს. საქმეს პროკურატურა იძიებს.

Back to top button