ახალი ამბები

მოსკოვი და თბილისი სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე შეთანხმებას ვერ აღწევენ

(თბილისი, 4 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ახალქალაქიდან და ბათუმიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებები, რომლებიც თბილისში 2-3 სექტემბერს გაიმართა, წარუმატებელი აღმოჩნდა.

მხარეებმა გაყვანის ვადების თაობაზე ვერ მოაღწიეს შეთანხმებას. საქართველო რუსული ბაზების გაყვანას სამი წლის ვადაში მოითხოვს, მაშინ როცა რუსეთი მხოლოდ 11 წელიწადზე თანმხდება.

საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button