ახალი ამბები

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო საქართველოს რადიოაქტიული წყაროების გამოვლენაში ეხმარება

(თბილისი, 26 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო საქართველოს რადიოაქტიული წყაროების გამოვლენაში დაეხმარება. ამ მიზნით სააგენტოს წარმომადგენლები საბაჟოს გამშვებ პუნქტებზე სპეციალურ მოწყობილობებს დაამონტაჟებენ.

შეთანხმებას ამ სამუშაოების თაობაზე მხარეებმა 25-27 აგვისტოს თბილისში სააგენტოს დელეგაცის ვიზიტის დროს მიაღწიეს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცნობით, უახლოეს მომავალში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გადმოცემული სპეციალური მოწყობილობები სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს გადაეცემა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button