ახალი ამბები

გაეროს უშიშროების საბჭო ფახაზეთის თაობაზე სამშვიდობო მოლაპარაკებების გამოცოცხლებისკენ მოუწოდებს მხარეებს

(თბილისი, 31 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – გაეროს უსიშროების საბჭომ 30 ივლისს ერთხმად მიიღო რეზოლუცია აფხაზეთთან დაკავშირებით, რომლითაც მანდატი გაუგრძელა საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიას, გარდა ამისა, მისიის შტატს დაუმატეს სამოქალაქო პოლიციის კომპონენტი 20 თანამშრომლის ოდენობით.

“მიუღებელია პროგრესის არარსებობა აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესის საჯვანძო საკითხებში”, – აღნიშნეს უშიშროების საბჭოს წევრებმა მიღებულ რეზოლუციაში.

უშიშროების საბჭომ სინანული გამოთქვა პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებით მოლაპატრაკებების თაობაზე, და აღნიშნა, რომ მყარი პოლიტიკური მოწესრიგებისკენ მიმართული მოლაპარაკებები ორივე მხარისგან გარკვეულ დათმობებს მოითხოვს.

უშიშროების საბჭოს წევრებმა მოუწოდეს აფხაზურ მხარეს, დათანხმდეს “თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნია თაობაზე” დოკუმენტის განხილვას.

მიღებული რეზოლუცია ორივე მხარეს მოუწოდებს, უარი განაცხადონ “მეომრულ რიტორიკაზე” და საჯარო განცხადებებზე მოწესრიგების ძალისმიერი ვარიანტებისა და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მხარდაჭერის თაობაზე.

უშიშროების საბჭო მიესალმა ჟენევაში ორჯერ გამართული გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის შეხვედრების შედეგებს და აღნიშნა რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების 2003 წლის მარტის სოჭოს შეხვედრის დიდი მნიშვნელობა.

Back to top button