ახალი ამბები

აშშ ქართულ პოლიტიკურ ძალებს კონსენსუსისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 30 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და ყველა პოლიტიკურ პარტიას მალე მიაღწიონ კონსესუსს და მიიღონ საარჩევნო კოდექსი.

“პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა, რაც აგრეთვე მოიცავს საარჩევნო კომისიების რეფორმას, წარმოადგენს საქართველოში დემოკრატიული არჩევნების აუცილებლობის ელემენტს”, – ნათქვამია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ს საელჩო საქართველოში კვლავ ადასტურებს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მტკიცე მხარდაჭერას და მოუწოდებს პოლიტიკურ მხარეებს, რომ გაითვალისწინონ 5-6 ივლისს თბილისში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს შემუშავებული პროექტის ვარიანტს.

Back to top button