ახალი ამბები

პარლამენტი პირველი მოსმენით მიღებული საარჩევნო კოდექსის კანონიერებას განიხილავს

(თბილისი, 29 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა საარჩევნო კოდექში ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის კანონიერებას განიხილავენ.

საპარლამენტო ფრაქციების “აღორძინების”, “სოციალისტების” და “ალიანსი ახალი საქართველოსთვის” წარმომადგენლების განცხადებით, პირველი მოსნემით პროექტი მთელი რიგი დარღვევებით იყო მიღებული, ამის გამო ეს ფაქციები მის გაუქმებას მოითხოვდნენ.

ოპოზიციური ფრაქციების მხრიდან ეს საარჩევნო კოდექსის საბოლოო ვარიანტის მიღების ჩაშლის მცდელობად შეფასდა.

პარლამენტმა პირველი მოსმენით საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონი 24 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე შვიდსაათიანი მსჯელობის შემდეგ 123 ხმით მიიღო.

Back to top button