
ახალი ამბები
აფხაზური მხარე უარყოფს ინფორმაციას კრიმინოგენული სიტუაციის გამწვავების შესახებ
(თბილისი, 29 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – აფზახეთში არსებული რთული კრიმინოგენული სიტუაციის შესახებ საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას აფზახეთის დე-ფაქტო უშიშროების შეფმა გივი აგრბამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს ტურისტები, რომ თავი შეიკავონ აფხაზეთში მოგზაურობისაგან.
აგრბამ უარყო ინფორმაცია აფხაზეთში ძარცვისა და მკვლელობის ფაქტების გახშირების თაობაზე.
საქართველოს საელჩომ რუსეთში 17 ივლისს გააკეთა განცხადება, სადაც აფრთხილებდა რუსეთის მოქალაქეებს თავი შეეკავებინათ აფხაზეთში მოგზაურობისგან რთული კრიმინოგენული ვითარების გამო.
ქართული მხარის განცხადებით, ოფიციალური თბილისი ვერ უზრუნველყოფს აფხაზეთში უცხოელ მოქალაქეთა უსაფრთხოებას.