ახალი ამბები

აშშ და ეუთო ქართველ მესაზღვრეებს დაეხმარებიან

(თბილისი, 29 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს დაგეგმილ ოფიციალურ ცერემონიაზე ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს ეუთო-ს 800 000 დოლარის ოდენობის გრანტის საშუალებით ნაყიდ აღჭურვილობას გადასცემს.

აღჭურვილობა შეიცავს სატრანსპორტო საშუალებებს, რადიო-მოწყობილობებს, ფეხსაცმელს და სხვა ნივთებს.

აღჭურვილობის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელი ჟან-მიშელ ლაკომბი, აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ჩხეიძე.

Back to top button