
ახალი ამბები
დეპუტატებმა შიმშილობის აქცია შეწყვიტეს
(თბილისი, 28 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პენსიების დავალიანების დაფარვის ბრძანებულებას მოაწერა ხელი, ხუთმა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან 27 ივლისს შიმშილობის აქცია შეწყვიტა.
აპრილში სამტრედიისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოებმა დააკმაყოფილეს ადგილობრივი პენსიონერების სარჩელი და გამოიტანეს დადგენილება, რომლის თანახმადაც მთავრობა ვალდებულია დაფაროს 1998-2000 წლების საპენსიო დავალიანება.
დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან შიმშილობის აქცია სასამართლო გადაწყვეტილების შესრულების მოთხოვნით 16 ივლისს, იუსტიციის სამინისტროს შენობაში დაიწყეს.