
ახალი ამბები
გამოძიებას ამბოხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ გააჩნია
(თბილისი, 29 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო კანცელარიაში ძალოვან მინისტრებისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრაზე 23 მარტს ისნის რაიონში სამხედრო ნაწილში ვეტერანი გვარდიელების მიერ მოწყობილ ამბოხზე ისაუბრეს.
გენერალური პროკურორის ნუგზარ გაბრიჩიძის განცხადებით, გამოძიებას ამ ფაქტთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ გააჩნია. დაკავებულია მხოლოდ 15 ადამიანი.
დღევანდელ თათბირზე ასევე განიხილებს ჯარში საგაზაფხულო გაწვევის საკითხი. თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ეს საკითხი გაცილებით უფრო მკაცრად გაკონტროლდება შემოდგომასთან შედარებით, როცა ვერ მოხერხდა გაწვევის გეგმის შესრულება.