
ახალი ამბები
ელექტროგადამცემი ხაზი “კავკასიონი” ნაღმებით ააფეთქეს
(თბილისი, 31 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – 30 მარტს გამთენიისას უცნობმა პირებმა გალის რაიონის ტერიტორიაზე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმისა და ტროტილის ასაფეთქებელი მოწყობილობის საშუალებით ააფეთქეს 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი “კავკასიონი”, რომლითაც საქართველოს ელექტროენერგიას იღებს რუსეთიდან.
სარემონტო სამუშაოების შესრულების შემდეგ ელექტროენერგიის მოწოდება 30 მარტს საღამოს განახლდა.
ეს მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის აფეთქების პირველი შემთხვევა არ არის. სვანეთის ტერიტორიაზე “კავკასიონის” ხაზი რამდენჯერმე დაიცხრილა უცნობი პირების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით.