ახალი ამბები

შევარდნაძე გადასახადების შემცირების მომხრეა

(თბილისი, 31 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დადებითად აფასებს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, თუმცა, ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს პარლამეტის მიმართ და აცხადებს, რომ საკანონმდებლო ხელისუფლებას უფლება არ ჰქონდა მთავრობის სხდომაზე პროექტის განხილვის გარეში მისი მიღებისა.

“გადასახადების ლიბერალიზაცია ჩვენს მიერ შედგენილი პროექტის “ახალი პროექტი, ახალი საქართველოსათვის” ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, არ შეიძლება ქვეყანაში ამდენი გადასახადები არსებობდეს”, – განაცხადა პრეზიდენტმა დღევანდელ რადიოინტერვიუში.

იგი იმედოვნებს, რომ პარლამენტში პროექტის მეორედ მოსმენამდე მისი განხილვა მთავრობის სხდომაზე მოხდება.

პარლამენტმა პროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

Back to top button