
ახალი ამბები
შევარდნაძე 31 მარტს ისტორიულ დღეს უწოდებს
(თბილისი, 31 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ისტორიულ მოვლენას უწოდებს დღევანდელ დღეს, როცა საქართველომ 1991 წლის 31 მარტს რეფერენდუმის შედეგად აღიარა სახელმწიფოს დამოუკიდებლობა.
“ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, როცა საქართველო გაერთიანდა ერთი იდეის ქვეშ, რამაც დიდი როლი შეასრულა დამოუკიდებლობის მოპოვებაში”, – განაცხადა დღევანდელ რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა.