ახალი ამბები

პრეზიდენტი შევარდნაძე მიესალმება ეუთო-ს დიდ დაინტერესებას საქართველოს მიმართ

(თბილისი, 31 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველის პრეზიდენტი დადებითად აფასებს ეუთო-ს სახელმწიფოების ელჩების 24 კაციანი დელეგაციის ვიზიტს თბილისში. მისი თქმით, ასეთი შეხვედრები დადებითად იმოქმედებს თანამშრომლობის განითარებაზე.

“მათი მხრიდან ასეთი ინტერესი საქართვლოს მიმართ მისასალმებელია”, – აცხადებს შევარდნაძე.

დელეგაცია თბილისში ორი დღის წინ ჩამოვიდა და უკვე მოინახულა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონები, ასევე საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთ-ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთები.

Back to top button