ახალი ამბები

პრეზიდენტი ამბოხის მონაწილეთა შეწყალებას არ აპირებს

(თბილისი, 31 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 23 მარტს მომხდარ სამხედრო “ამბოხებაში” იმ კრიმინალურ ჯგიფებს ადანაშაულებს, რომლებიც ვერ შეეგუენ საქართველოში სტაბილურ, მშვიდობიან ვითარებას.

“ისინი ვერ შეეგუენ საქართველოში გაბატონებული ძარცვა-გლეჯის აღკვეთას და ამიტომ ცდილობენ ვითარების გამწვავებას”, – განაცხადა ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა 31 მარტს.

მისი თქმით, დაპატიმრებული პირები სათანადოდ უნდა დაისაჯონ. “მუხროვანის აჯანყებაში მონაწილეები შევიწყალეთ, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, ნატო-სთან ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ და ამ დროს ასეთი რამ ხდება, რაც აღარ უნდა ვაპატიოთ”, – განაცხადა შევარდნაძემ. იგი იმედოვნებს, რომ სასამართო სათანადო სასჯელს მიუსჯით მათ.

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
ვეტერანთა ჯანყი – დესტაბილიზაციის მცდელობა, თუ სპონტანური აქცია

Back to top button