ახალი ამბები

პარლამენტი საარჩევნო სისტემის რეფორმის განხილვას შეუდგება

(თბილისი, 1 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – მომავალი სასესიო კვირის განმავლობაში პარლამენტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის განხილვას შეუდგება. 31 მარტს ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო ფრაქციების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ პარლამენტი შეუდგება საარჩევნო რეფორმის საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ შემუშავებული წინადადებების განხილვას.

ამ წინადადებების მიხედვით, ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა უნდა დააკომპლექტონ.

ინტერფრაქციულმა ჯგუფმა უარი თქვა იმ წინადადებაზე, რომლის მიხედვითაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები უნდა შევიდნენ.

ყველა პოლიტიკური პარტია ეთანხმება იმ აზრს, რომ 2003 წლის ოქტომბრისთვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ჩამოყალიბებას.

Back to top button