ახალი ამბები

უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატაში სამი ჩეჩენის საქმის მოსმენა განახლდება

(თბილისი, 2 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – 10 აპრილს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატა სამი ჩეჩენის – გელოგაევის, ელხაჯიევის და ალხანოვის საქმის ხელახალ განხილვას დაიწყებს.

სარჩელი უზენაეს სასამართლოში ჩეჩნების ადვოკატებმა და პროკურატურის წარმომადგელებაც შეიტანეს. ორივე მხარე 13 მარტს მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოს მიერ გამოტანილი საბოლოო დასკვნის გაუქმებას ითხოვს, რომლის საფუძველზეც გადაწყვეტილება გელოგაევის და ალხანოვის ექსტრადაციის თაობაზე კანონიერად იქნა მიჩნეული, ხოლო ელხაჯიევის რუსეთისთვის გადაცემა უკანონოდ იქნა მიჩნეული იმის გამო, რომ მას საქართველოში ლტოლვილის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლოს დადგენილება გელოგაევთან და ალხანოვთან დაკავშირებით უკანონოა. პროკურორები კი ელხაჯიევის საქართველოში დატოვებას ეწინააღმდეგებიან და მოითხოვენ მის გადაცემას რუსეთისთვის.

ეს სამი ჩეჩენი ქართველმა მესაზღვრეებმა 2002 წლის აგვისტოში დააკავეს დანარჩენ 10 შეიარაღებულ პირთან ერთად, რომელთაგან 5 გასული წლის ოქტომბერში უკვე გადაეცა რუსეთის ხელისუფლებას.

მსგავსი/Related

Back to top button