
ახალი ამბები
“თბილგაზზე” გამოცხადებულ ტენდერში “ახალმა მენეჯმენტმა” გაიმარჯვა
(თბილისი, 2 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – კომპანია “თბილგაზის” მართვის უფლებების ათი წლის ვადით გადაცემასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერში სატენდეტო კომისიამ უპირატესობა ამხანაგობა “ახალ მენეჯმენტს” მიანიჭა.
სატენდერო კომისიის დადგენილებით, უნდა შეიქმნას ერთობლივი კომისია, სადაც გაწევრიანდებიან გამარჯვებული კომპანიის და “თბილგაზის” წარმომადგენლები, რომლებიც შეიმუშავებენ ბუნებრივი აირის გამანაწილებელი მეურნეობის განვითარების დეტალურ გეგმას.
ტენდერში მხოლოდ ორი კომპანია იღებდა მონაწილეობას – “ახალი მენეჯმენტი” და სს “საქტრანსგაზმრეწვი”.
სატენდერო პირობების მიხედვით, კომპანიამ უნდა შეძლოს დედაქალაქის გაზის მეურნეობის რეაბილიტაცია, აბონენტთა რაოდენობის გაზრდა და უწყვეტი გაზმომარაგება.