
ახალი ამბები
ფინანსთა სამინისტრომ “ეი-ი-ეს თელასის” ანგარიშსს ყადაღა დაადო
(თბილისი, 1 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – ფინანსთა სამინისტრომ კომპანია “ეი-ი-ეს თელასის” ანგარიშსს ყადაღა დაადო და 2 700 ათასი ლარი ჩამოაჭრა, რასაც გადასახადების გადახდის დაგვიანებით ხსნიან.
ამის გამო არასაკამრისი ფინანსების არქონის მიზეზით დღეს კომპანიამ სომხეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყვიტა. ამ დროისთვის თბილისს 405 მგვტ ელექტროენერგია მიეწოდება.