
ახალი ამბები
რკინიგზას დავალიანების გადაუხდელობის გამო ელექტროენერგიის გათიშვა ემუქრება
(თბილისი, 4 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს რკინიგზას მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაცია ენერგეტიკის საბითუმო ბაზარმა გაავრცელა.
საქართველოს რკინიგზას გადასახდელი აქვს თებერვლის თვეში მოხმარებული ენერგიის საფასური, რაც დაახლოებით 180 ათას ლარს შეადგენს.
საბითუმო ბაზარი ყველა ურჩ გადამხელს ელექტროენერგიის მიწოდებას დროებით შეუწყვეტს თანხის არგადახდის შემთხვევაში.