
ახალი ამბები
ახალი ფრაქცია თბილისის საკრებულოში
(თბილისი, 7 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისის საკრებულოში ფრაქცია “აღორძინების” ყოფილმა წევრებმა ახალი ფრაქცია “გაერთიანებული კონსერვატორები” შექმნეს. ფრაქციაში სამი წევრია გაერთიანებული და თავმჯდომარე გიორგი ტაბიძეა. ფრაქციაში შევიდნენ ასევე გია მურღულია და დავით იოსელიანი.
ტაბიძის განცხადებით, ფრაქცია ითანამშრომლებს ყველა იმ ფრაქციასთან, რომლებიც მათ პოზიციას გაიზიარებს. კონკრეტულ პარტიებთან ისინი გაერთიანებას არ აპირებენ.
ახალი ფრაქციის წევრებმა აღორძინების ფრაქცია თებერვლის თვეში დატოვეს დაპირისპირების გამო.