ახალი ამბები

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიზიტი საქართველოში

(თბილისი, 8 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – 8-10 აპრილს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლიუ გუჩანი.

საქართველოს საგარეო სამეთა სამინისტროს ცნობით, ცინელი სტუმარი თბილისში მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

შეხვედრების დროს საქართველო-ჩინეთის ორმხრივ ურთიერთობებს განიხიხილავენ. მოლაპარაკებების ძირითადი თემა ეკონომიკური თანამშრომლობის პრობლემები იქნება.

რამდენიმე ჩინური კომპანია საქართველოში რამდენიმე პროექტს ახორციელებს. ერთ-ერთი ასეთი პროექტი ხორციელდება პანკისის ხეობასთან ახლოს, სადაც ახალი ჰიდროელექტროსადგური შენდება.

Back to top button