ახალი ამბები

გასულ წელლს დაკავებული ქისტები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

(თბილისი, 8 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – 8 აპრილს თბილისის საოლქო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა საქართველოდან გაუსვლელობის ხელწერილით პანკისის ხეობაში მცხოვრები ორი ქისტი – გიორგი ქუშტანაშვილი და რობინზონ მარგოშვილი.

ისინი გასული წლის აგვისტოში დააკავეს შეიარაღებულ ჩეჩენთა ჯგუფთან ერთად.

სასამართლომ დააკმაყოფილა ქისტების ადვოკატების თხოვნა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფნი ადგილობრივი მწყემსები არიან და საზღვრის გადაკვეთის მონეტში თან იარაღი არ ჰქონდათ.

ამავე დროს სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების თხოვნა და საქმე დამატებით გამოზიებაში დააბრუნა, რომლის მიხედვითაც ქუშტანაშვილმა და მარგოშვილმა დაარღვიეს საზღვარი და საბაჟო წესები.

გენერალური პროკურატურა აპირებს უზენაეს სასამართლოში 14 დღის განმავლობაში გაასაჩივროს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება. ქართული კანონმდებლობა კრძალავს საქართველოს მოქალაქეების გაცემას უცხო სახელმწიფოსთვის მათზე სასამართლო პროცესების ჩასატარებლად. ამიტომ მათი ექსტრადიცია არ შეიძლეობოდა და ისინი საქართველოში წარსდგნენ სასამართლოს წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ყველა 13 დაკავებულის ექსტრადიციას მოითხოვდა.

თბილისის საოლქო სასამართლომ ასევე არ მიიღო მხედველობაში რუსეტიდან გამოგზავნილი მასალები, რომელთა თანახმად, დაკავებულთა მთელი ჯგუფი დადანაშაულებულია მძიმე დანაშაულებში. სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს მასალები “ზოგად ხასიათს” ატარებენ და არ შეიცავენ კონკრეტულ მტკიცებულებებს, ამასთან ისინი გადმოცემულია გამოგონილ გვარებზე, რომლებიც დაკავებულებმა მათი დაკავებისას დაასახელეს.

ქართველმა მესაზღვრეებმა გასული წლის აგვისტოში 13 ადამიანი დააკავეს საქართველო-რუსეთის საზღვართან. 5 მათგანი გასული წლის ოქტომბერში რუსეთს უკვე გადაეცა. კიდევ სამი აპროტესტებს გენპროკურატურის მოთხოვნას მათი ექსტრადიციის შესახებ – 10 აპრილს უზენაესი სასამართლო მათი საკასაციო სარჩელების განხილვას შეუდგება.

მსგავსი/Related

Back to top button