ახალი ამბები

ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ რუსეთის პარლამენტი საქართველო-ამერიკის ხელშეკრულების საკითხს არ განიხილავს

(თბილისი, 8 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ რუსეთის სათათბირო არ განიხილავს საქართველო-ამერიკას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ დადებული ხელშეკრულების საკითხს.

“ვიმედოვნებ, რომ სათათბიროში გამოჩნდებიან ისეთი პიროვნებები, რომლებიც საჭიროდ არ ჩათვლიან საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას და კეთილმეზობლური ურთიერთობით შემოიფარგლებიან, პატივს სცემენ ჩვენს სუვერენიტეტს”, – განაცხადა დღეს პარლამენტის სხდომის ბოლოს ნინო ბურჯანაძემ.

მისივე ინფორმაციით, რუსეთის სათათბიროში აღნიშნული საკითხის განხილვა 9 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა ამ თარიღის გამო გადაიდო, რის შემდეგაც ბურჯანაძემ მადლიერება გამოხატა რუსი კოლეგების მიმართ.

Back to top button