We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

პარლამენტი კვლავ ვერ იწყებს მუშაობას ქვორუმის არარსებობის გამო

(თბილისი, 10 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია აღორძინების წევრებმა დეპუტატები, რომლებიც სხდომაზე არ გამოცხადნენ, პარლამენტის მუშაობის ხელოვნურ პარალიზებაში დაადანაშაულეს.

ფრაქციის თავმჯდომარის ჯემალ გოგიტიძის განცხადებით, ამ დეპუტატებს არ სურთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, როგორიცაა მათ მიერ წარმოდგენილი პროექტი “სპეციალური ეკონომიკური ზონების” შესახებ.

ეს საკითხი “აღორძინების” ინიციატივით შევიდა პარლამენტში განსახილველად. დღეს ასევე დაგეგმილია საარჩევნო კანონში ცვლილებების შეტანის განხილვა, თუმცა პარლამენტი ქვორუმის არარსებობის გამო მუშაობას ვერ იწყებს.

Back to top button