ახალი ამბები

პარლამენტმა აფხაზეთის საკითხის განხილვა კვლავ გადადო

(თბილისი, 10 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტმა მომავალ სასესიო კვირისთვის გადადო აფხაზეთის საკითხის განხილვა. ეს საკითხი პარლამენტის წინაშე დეპუტატმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა დააყენა.

ამის წინააღმდეგი გამოვიდა ფრაქცია “დემოკრატების” თავმჯდომარე გიორგი ბარამიძე. მისი განცხადებით, დროა პარლამენტში მოვიდნენ მთავრობის წარმომადგენლები და ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოხსენება წარმოადგინონ.

“ჩვენ ეს საკითხი ჯერ კიდევ 3 კვირის წინ დავაყენეთ, ჩვენ საკითხის გადატანას იმ შემთხევევაში დაუჭერთ მხარს, თუ დადგინდება, რომ საკითხის განხილვა მომავალ სასესიო კვირის დასაწყისშივე მოხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა იმ პიროვნების ვინაობას დავასახელებთ, რომლებსაც არ სურთ ამ საკითხის განხილვა”, – განაცხადა ბარამიძემ.

საკითხის განხილვა მომავალი სასესიო კვირის პირველივე დღეს დაიწყება.

Back to top button