ახალი ამბები

ამერკული ნავთობკომპანიის წარმომადგენელმა და შევარდნაძემ შავი ზღვის ნავთობსაბადოებზე იმსჯელეს

(თბილისი, 10 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – ამერიკული ნავთობკომპანია ანადარკოს ვიცე პრეზიდენტი ჯეიმს ემმი დღეს საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს შეხვდა.

ანადარკო 2000 წელს გახდა პირველი დასავლური კომპანია, რომელმაც საქართველოს შავი ზღვის ფსკერზე არსებული ნავთობსაბადოების გამოკვლევა დაიწყო.

პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჯეიმს ემმა განაცხადა, რომ კომპანიამ უკვე დაასრულა სეისმური კვლევები. მისი თქმით კვლევის შედეგები აჩვენებენ, რომ შავის ზღვის ფსკერი მდიდარ ნავთობსაბადოებს უნდა შეიცავდეს.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ ანადარკოს წარმომადგენელთან შეხვედრისას მიესალმა კომპანიის პოლიტიკას, რომელიც დიდ ყურადღებას აქცევს გარემოს დაცვით ღონისძიებებს.

Back to top button