ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრი უკრაინაში გაემგზავრა

(თბილისი, 11 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე დღეს უკრაინაში გაემგზავრა, სადაც შეხვედრებს გამართავს უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, არმიის გენერალ ვლადისლავ სკიდჩენკოსთან, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ევგენი მარჩუკთან და უკრაინის რადის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენელთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ალექსანდრ კუზმუკთან.

სამუშაო ვიზიტის დროს განიხილება საქართველოსა და უკრაინას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა. ასევე 12 აპრილს დავით თევზაძეს ვლადისლავ სკიდჩენკო პოპულარობისა და ხარისხის საერთაშორისო აკადემიის რეიტინგის ჯილდოს “ოქროს ფორტუნას” გადასცემს.

 თავდაცვის მინისტრი საქართველოში 14 აპრილს დაბრუნდება.

8-10 აპრილს დავით თევზაძე ოფიციალური სამუშაო ვიზიტით რუმინეთში იმყოფებოდა.

Back to top button