
“თურქეთის ავიახაზებმა” და ქართულმა მხარემ შეთანხმება ვერ შეძლეს
(თბილისი, 14 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – ავიაკომპანია “აირზენას” წარმომადგენლებთან, სახელმწიფო მინისტრთან და სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან “თურქეთის ავიახაზების” დელეგაციის ორდღიანი მოლაპარაკების მიუხედავად საქართველოში კომპანიის რეისების გაგრძელების თაობაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა და “თურქეთის ავიახაზების” დელეგაციამ საქართველო დატოვა.
კომპანიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვენელის მინე ეფიუქსელის განცხადებით, “აირზენა” არ დაეთანხმა მათ მიერ შეთავზებულ წინადადებებს.
თურქეთის მხარე მზად იყო ქართულ კომპანიასთან ერთად განეხორციელებინა რეისები სტამბულის გავლით 76 ქვეყანაში, თუმცა “აირზენას” წარმომადგენლები ამას არ დათახმდნენ.
“ჩვენ მზად ვართ კომერციული ხელშეკრულებაც გავაფორმოთ ამ კომპანისათან, თუ ისინი დაგვიტოვებენ იგივე სიხშირის რეისებს, რასაც აქამდე ვახორციელებდით, მაგრამ ისინი ამის წიანაღმდეგნი არიან”, – ნათქვამია მინე ეფიუქსელის განცხადებში.
თურქული ავიაკომპანიის წარმომადგელნლებმა საქართველო ისე დატოვეს, რომ საბოლოო პოზიცია არ დაუფიქსირებიათ, თუმცა უახლოეს დღეებში ისინი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ.
საქართველოს პარლამენტის დადგენილების მიხედვით, თურქულ ავიაკომპანიას რეისების განხორციელების ვადა 15 აპრილს ეწურება.