
ახალი ამბები
სოხუმში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისგან შევარდნაძე თავს იკავებს
(თბილისი, 14 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე არ აპირებს ამჟამად აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებში ჩარევას. სოხუმის მთავრობის გადაყენების ფაქტთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელი არაფერი მომხდარა.
“როცა ზოგიერთი პირი მოსკოვიდან ხშირად სტუმრობს სოხუმს, სხვას ვერაფერს მოველოდით”, – განაცხადა შევარდნაძემ ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში 14 აპრილს.
მისი თქმით, ერთადერთი, რაშიც არის დარწმუნებული, ეს აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი, მოლაპარაკების გზით მოგვარებაა.