
ახალი ამბები
პარლამენტს კვლავ გამოურთეს ტელეფონები
(თბილისი, 15 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს საქართველოს პარლამენტის შენობას კვლავ გამოურთეს სატელეფონო კავშირი დავალიანების გადაუხდელობის გამო. ეს პარლამენტისთვის ტელეფონების გამორთვის უკვე მეორე შემთხვევაა ბოლო ორი თვის განმავლობაში. თებერვლის ბოლოს ფინანსთა სამინისტრო პარლამენტს დაპირდა, რომ 80 ათას ლარს გადაუხდიდა დავალიანების დასაფარად, მაგრამ თანხა არ გადარიცხულა და პარლამენტს კავშირი კვლავ გაუწყვიტეს.