ახალი ამბები

პარლამენტის საგანგებო სხდომაზე ცსკო-ს ფორმირების ახალი წესები უნდა განიხილონ

(თბილისი, 16 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დღეისთვის პარლამენტის საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელზეც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირების ახალი წესები უნდა განიხილონ, რომლებიც პარლამენტს თვითონ პრეზიდენტმა შესთავაზა.

ეს წესები ცსკო-ს 11 წევრისგან დაკომპლექტებას ითვალისწინებს, რომლებიც არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ უნდა ეკუთვნოდნენ. ამ თერთმეტიდან ცხრას პარლამენტს დასამტკიცებლად თვითონ პრეზიდენტი წარუდგენს, ორ დანარჩენ კანდიდატს კი აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიები წარადგენენ.

როგორც მოსალოდნელია, ოპოზიციური პარტიები ამ წესების დამტკიცების წინააღმდეგნი გამოვლენ, რადგან ისინი ამ წესებს პრეზიდენტის მომხრეებისგან ცსკო-ს ფორმირების წინაპირობად მოიაზრებენ.

Back to top button