ახალი ამბები

აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებაზე სპეციალური კომისიაც იმუშავებს

(თბილისი, 15 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო კანცელარიასთან სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე იმუშავებს.

კომისიას სათავეში პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ჩაუდგება.

ახლადშექმნილი კომისიის გარდა აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტრო და საგანგებო დავალებათა მინისტრიც მუშაობენ.

Back to top button