ახალი ამბები

უცნობი “გაერთიანებულ დემოკრატებში” შედის

(თბილისი, 16 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს მომღერალმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე უცნობმა, გამოაცხადა, რომ უერთდება ოპოზიციური “გაერთიანებლი დემოკრატების” რიგებს.

უცნობის გადაწვეტილება საკმაოდ მოულოდნელია, რადგან იგი ლევან გაჩეჩილაძის, “ახალი მემარჯვენეების” ლიდერის ძმაა.

“ამ ნაბიჯით მინდა, რომ დასაბამი მივცე ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას,” ასე ახსნა თავისი მოულოდნელი გადაწყვეტილება უცნობმა, რომელმაც ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდა.

Back to top button