ახალი ამბები

შევარდნაძე უკრაინაში მიემგზავრება

(თბილისი, 21 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 22 აპრილს უკრაინაში მიემგზავრება, სადაც თავის უკრაინელ კოლეგას ლეონიდ კუჩმას შეხვდება.

უკრაინაში ვიზიტის დროს შევარდნაძე და კუჩმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. შეხვედრებზე აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების შესახებაც იმსჯელებენ, მათ შორის რუსეთის სამშვიდობო ძალების უკრაინელი სამშვიდობოებით შესაძლო ჩანაცვლების შესახებაც.

უკრაინაში ვიზიტისათვის მზადების გამო პრეზიდენტმა შევარდნაძემ დღეს გადადო ორშაბათის ტრადიციული რადიოინტერვიუ და ბრიფინგი.

Back to top button