
ახალი ამბები
ბურჯანაძეს სააკაშვილის ლიდერობა მიუღებლად მიაჩნია
(თბილისი, 21 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, კარგი იქნება თუ საარჩევნოდ ოპოზიციური და სახელისუფლებო ბლოკები თანაბარი უფელებამოსილებებით ისარგებლებენ.
“ამის მიუხედავად თვალებს ვერ დავხუჭავ და უნდა ვაღიარო, რომ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია მიუღებელია ბლოკის ლიდერობასთან დაკავშირებით, ეს წინასწარ შეთანხმებით უნდა მოხდეს და არა ინდივიდუალურად”, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
მისი თქმით, ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ ხელის შემშლელი გარემოება იქნება ოპოზიციური ძალების გაერთიანებითვის.